რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მწუხარებას გამოთქვამს “უკრაინის მიერ საქართველოში იარაღის შეტანის” გამო.
როგორც პუტინმა დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან იულია ტიმოშენკოსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, “რუსეთი წუხს, რომ უკრაინამ საქართველოში, კონფლიქტის ზონაში იარაღი შეიტანა”.
“ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინამ კონფლიქტის ზონაში იარაღის შეტანა შესაძლებლად ჩათვალა. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და ასეთ შემთხვევაში სახელმიწფო, როგორც წესი, ძალიან თავშეკავებულად იქცევა”, - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა უკრაინა საქართველოსთვის იარაღის უკანონოდ მიწოდებაში აგვისტოს მოვლენების შემდეგ რამდენჯერმე დაადანაშაულა. ამასთან, უკრაინის პრემიერმა იულია ტიმოშენკომ გუშინ პრეზიდენტ იუშჩენკოს იარაღით უკანონო ვაჭრობაში დასდო ბრალი.
|