ხუთშაბათი, 26.12.2024, 18:49
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 20 » კოკოითის რეჟიმმა დე ფაქტო შსს-ს ყველა საგუშაგოს “ქართველების პროვოკაციულ ქმედებებზე საპასუხო ცეცხლის გახსნის” ნება დართო
კოკოითის რეჟიმმა დე ფაქტო შსს-ს ყველა საგუშაგოს “ქართველების პროვოკაციულ ქმედებებზე საპასუხო ცეცხლის გახსნის” ნება დართო
16:01

ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საგუშაგოს “ქართველების პროვოკაციულ ქმედებებზე საპასუხო ცეცხლის გახსნის” ნება დართო.

დე ფაქტო შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ მინძაევის განცხადებით, “18 ოქტომბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტოს ყველა საგუშაგოს მიეცა ბრძანება, ქართველების მხრიდან პროვოკაციის შემთხვევაში საპასუხო ცეცხლი გახსნან”.

“გრძელდება პროვოკაციული ქმედებების ჯაჭვი, რომლებმაც ქართველების აზრით, საბოლოო ჯამში ოსური მხარის მსგავსი ნაბიჯები უნდა გამოიწვიოს”, - განაცხადა მინძაევმა და აქვე დასძინა, რომ “პირადი შემადგენლობის შეკავება, რომელსაც საფრთხე ემუქრება, სულ უფრო ძნელი ხდება”. 

“ძნელია, აუხსნა ადამიანებს, რომ მათ თავი არ უნდა დაიცვან”, - დასძინა მინძაევმა.

ამასთან, დე ფაქტო მინისტრი ევროპელი დამკვირვებლების უმოქმედობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.


“უსაფრთხოების ზონაში შეთანხმების თანახმად, სამხედროები არ უნდა იყვნენ, თუმცა ქართული მხარე უხეშად არღვევს ყველა შეთანხმებას და ამაზე რეაგირებას საერთაშორისო დამკვირვებლები არ ახდენენ”, - განაცხადა მინძაევმა.

Просмотров: 781 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz