ინტერნეტგამოცამა “გაზეტა.რუ”-ს ინფორმაციით, აფხაზეთში რუსეთის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეოთხე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სიმიონ გრიგორიევი იქნება.
როგორც გამოცემა იუწყება, გრიგორიევი ადრე საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესს ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბაც. ელჩის კანდიდატურა უკვე წარუდგინეს რუსეთის პრეზიდენტსაც და რუსეთის დუმის შესაბამის კომიტეტს.
“გაზეტა.რუ”-სთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს. თუმცა რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი ოსტროვსკის ინფორმაციით, სამინისტრომ დუმაში ელჩის კანდიდატურა უკვე წარადგინა.
|