ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:21
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 20 » დენიელ ფრიდი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
დენიელ ფრიდი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
16:47
დენიელ ფრიდი საქართველოში ვიზიტს დღეს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრით განაგრძობს.

საპარლამენტო უმცირესობამ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდთან დღეს გამართულ შეხვედრისას სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ საქართველო არ უნდა წამოეგოს რუსეთის პროვოკაციას და ქვეყანამ თანმიმდევრული დემოკრატიული რეფორმები უნდა გაატაროს.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნების განსახორციელებელი გზებისა და იდეების გარშემო გაცვალეს მოსაზრებები.

“დიდი კმაყოფილებით შემიძლია გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რომ “ქრისტიან-დემოკრატების” მიდგომები ქვეყანაში არსებული პრობლემებისადმი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ეკონომიკური განვითარების, უმუშევრობის, სოციალური პრობლემების, დემოკრატიის განვითარების, მთლიანად ემთხვევა იმ გენერალურ ხაზს, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, დემოკრატიულ სახელმწიფოებს აქვთ გამოხატული საქართველოს მიმართ”, - განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ამ გზაზე კონსტიტუციურ ჩარჩოებში, თანმიმდევრულად, მშვიდობიანად სიარული და ქვეყნის სწორედ ასეთი გზით შეცვლა უკეთესობისკენ.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდი საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვდერისას აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებით კომისიით დაინტერესდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს კომისიის ხელმძღვანელმა პაატა დავითაიამ განუცხადა, დენიელ ფრიდი დაინტერესდა კომისიის შექმნის მიზნებით და ოპოზიციონერ დეპუტატებს “გაბედული შეკითხვების დასმის” რეკომენდაცია მისცა.

შეხვედრისას კი, საუბრის ძირითადი თემა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ქართულ-რუსული ურთიერთობები იყო.

დენიელ ფრიდი საქართველოს დღეს დატოვებს, მანამდე კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრესკონფერენციას გამართავს.

Просмотров: 859 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz