კავკასუს ონლაინს , მის მიერ ფართოდ რეკლამირებული ჯელინკის პროექტის განხორციელება აეკრძალა.
გასულ კვირას, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით უკანონო ინტერნეტ ქსელის ჯელინკის დემონტაჟი დაიწყო.
პროვაიდერს კანონის დარღვევისთვის სოლიდური ჯარიმის გადახდა დაეკისრება და ახალი აბონენტების აყვანა აეკრძალება.კომპანიის უკანონო ქმედების გამო, ინტერნეტის გარეშე დარჩენილი მომხმარებლები სხვა პროვაიდერების ქსელში ერთვებიან. ”კავკასუს” მომხმარებლის უფლების შელახვისთვის კომპენსაციის გადახდაც მოუწევს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ იმ კაბელების დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლებიც გაყვანის პროცესშია. უახლოეს მომავალში, ჯელინკის ქსელი თბილისში აღარ იქნება. იმ ფაქტის გარდა, რომ ეს ქსელი უკანონოა,ის აგრეთვე ამახინჯებს ქ. თბილისის იერსახეს და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ”კავკასუსი” მერიის მიერ ჩაჭრილი კაბელების აღდგენას თვითნებურად ახორციელებს .ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება - ურჩ პროვაიდერს მიმდინარე კვირიდან უკანონო ქსელზე დენის მიწოდება შეუწყვიტოს. ამასთან დაკავშირებით ,ზედამხედველობის სამსახურმა უკვე მიმართა თელასს და გადასცა ჯელინკის ქსელის მისამართი, რომლებსაც დენის მიწოდება უნდა შეუწყდეთ.
რაც შეეხება ფინანსუ სანქციებს , იმ შემთხვევაში თუ ”კავკასუს ონლაინი” კაბელების დემონტაჟს თავად არ მოახერხებს მას დაახლოებით 15 მილიონი საჯარიმო სანქცია ელოდება.
|