ხუთშაბათი, 26.12.2024, 18:39
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 20 » მთავრობის კანცელარია მომავალი წლისთვის დაფინანსების გაზრდას 1.750.0 ათასი ლარით გეგმავდა
მთავრობის კანცელარია მომავალი წლისთვის დაფინანსების გაზრდას 1.750.0 ათასი ლარით გეგმავდა
16:46
საქართველოს მთავრობის კანცელარია მომავალი წლისთვის დაფინანსების გაზრდას წლევანდელთან შედარებით 1.750.0 ათასი ლარით გეგმავდა.

2009 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტმა მთავრობას დაუწუნა და თან “ქამრების შემოჭერის” რჩევა მისცა, მთავრობის კანცელარიისთვის 12,000.0 ათასი ლარია გათვალისწინებული, წელს კი ეს თანხა 10, 250.0 ათასი ლარია.

მომავალი წლისთვის მთავრობის კანცელარიაში მომუშავეთა რიცხოვნობის 330 დან 250-მდე შემცირებაც იგეგმება, შრომის ანაზღაურების მუხლში კი 4,119,6 ათასიდან კლება მხოლოდ 3,592.8 ათასამდეა.

ზოგადად, ხარჯებში კანცელარიას წელს 9, 700.0 ათასი ლარია აქვს განსაზღვრული, რისი გაზრდაც მომავალი წლისთვის 11, 450.0 ათასამდე იგეგმებოდა. გაზრდაა კანცელარიის საქონლისა და მომსახურების ხარჯებშიც, კერძოდ, ამ მუხლში წელს 5,517.3 ათასი ლარია, მომავალ წელს კი 7, 794.1 ათასი ლარის გათვალისწინება იგეგმებოდა.

უცვლელი რჩება კანცელარიის დაფინანების ხარჯებში სოციალური უზრუნველყოფის მუხლი, სადაც წლევანდელის მსგავსად 63.1 ათასი ლარია განსაზღვრული.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას პროექტი პარლამენტის მხრიდან საკმაოდ კრიტიკულად შეფასდა და არ არის გამორიცხული “ქამრების შემოჭერის” რჩევის გათვალისწინება მთავრობის კანცელარიასაც მოუხდეს.

Просмотров: 810 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz