გალის რაიონში რუს ოკუპანტებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
როგორც “აფხაზეთის მედიაცენტრში” განაცხადეს, რუსი ოკუპანტების ბრძანებით აფხაზმა სეპარატისტებმა გალის რაიონის სოფლები დატოვეს და სოფელ ზემო ბარღების გავლით გალის მიმართულებით წავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა რაიონში 60-მდე სპეცრაზმელი შეიყვანეს, რომლებიც მთელი დღის მანძილზე დაბალი ზონის სოფლებში “უაზის” ტიპის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში უვარდებოდნენ და წვევამდელების დაკავება დაიწყეს.
“ნაბაკევში განლაგებულმა რუსმა სამხედროებმა აღნიშნულ ჯგუფს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და განუცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავს ქმედებას თვითონ განახორციელებდნენ” – აღნიშნეს “აფხაზეთის მედიაცენტრში”.
|