პარლამენტში შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი ხვალიდან ყველა იმ სუბიექტთან შეხვედრებს დაიწყებს, რომელთა საქმიანობა არჩევნებს უკავშირდება. პირველი ასეთი შეხვედრა ხვალ NDI-ს ოფისში სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართება.
სწორედ ასეთი შეთანხმებით დასრულდა დღეს პარლამენტში გამართული ინტერფქციული ჯგუფის პირველი შეხვედრა.
როგორც ჟურნალისტებს ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, თავდაპირველად შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო და არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის ჯგუფთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ტელევიზიების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა იმ პრობლემებთან და ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც 3 ნოემბრის არჩევნებს უძღვის წინ.
როგორც ცნობილია, სპეციალური ინტერფრაქციული ჯგუფი 3 ნოემბრის არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში ყველა საარჩევნო სუბიექტია წარმოადგენილი. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დეპუტატები ლევან ვეფხვაძე, პავლე კუბლაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, აკაკი მინაშვილი და ჯონდი ბაღათურია არიან.
|