პარასკები, 26.04.2024, 16:45
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 22 » პლენარულ სხდომაზე თარგამაძეებმა იდავეს
პლენარულ სხდომაზე თარგამაძეებმა იდავეს
13:21

როინ შავაძის მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით  პლენარულ სხდომაზე გიორგი და გივი თარგამაძეებმა იდავეს.

პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებას სენაკის ბატალიონის ჯარისკაცის როინ შავაძის მკვლელობის საქმის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანის თაობაზე, დღის მეორე ნახევარში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გამოეხმაურა.

გივი თარგამაძის განცხადებით, მან გადაამოწმა ინფორმაცია და შეიტყო, რომ როინ შავაძე ნარკოტიკების შენახვისთვის იყო დაპატიმრებული, გაქცევა სცადა, ბადრაგს იარაღი წაართვა და გაისროლა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შავაძე ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ამ ფაქტის გახმაურებისას, გივი თარგამაძემ კოლეგა გიორგი თარგამაძეს რჩევაც მისცა, რომ „ადამიანის ტრაგედიები არ არის ის თემა, რომელიც წინასაარჩევნო სპეკულაციისთვის შეიძლება გამოიყენოს".

გაქცევისას ლიკვიდირების ვერსია საეჭვოდ მიაჩნია გიორგი თარგამაძეს, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ როინ შავაძეს წინა მხრიდან 22 ტყვიაზე მეტი აქვს მოხვედრილი და გაქცეულ ადამიანს წინიდან არ ესვრიან. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა კვლავ მიმართა გენპროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ ეს საქმე და უზრუნველყონ ოჯახის წევრების უსაფრთხოება.
გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, 16 აგვისტოს, ბათუმის ცენტრალური ქუჩიდან ნიღბიანმა პირებმა როინ შავაძე გაიტაცეს, რომელიც საღამოს პროზექტურაში მკვდარი იპოვეს.

თარგამაძემ ეს ფაქტი სახელმწიფოს საფუძვლების შერყევის საფრთხედ შეაფასა. სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ამ ფაქტით დაინტერესება იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებების დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტებს დაავალა.

Просмотров: 847 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz