“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობის დემოგრაფიულ გენოციდში ადანაშაულებს.
“ლეიბორისტების” მორიგი ბრალდება 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს უკავშირდება, რომელიც, ძაგანიას შეფასებით, “სრულიად უვარგისია”.
“მაშინ, როცა ყველა გუბერნატორს დაფინანსება 10%-ით გაეზარდა, სამეანო მომსახურების პროგრამა საერთოდ ამოგდებულია ბიუჯეტიდან, ხოლო ბავშვთა სამედიცინო მომსახურების პროგრამისთვის მხოლოდ 3 მილიონი ლარია გამოყოფილი”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ძაგანიამ.
მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, “სააკაშვილის უვარგისი ბიუჯეტი არ დაამტკიცოს” და შეახსენა დეპუტატებს, რომ ისინი “ქართველი ხალხის და არა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არიან დაქირავებულები”.
|