რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტები დღეს ერთობლივად საგანგებო განცხადებას შეიმუშავებენ.
საგანგებო განცხადების მიღების აუცილებლობა რუსეთის მიერ სარკოზის გეგმის შეუსრულებლობამ და ახალგორში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. განცხადება მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს გაეგზავნება.
გუშინდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პაატა დავითაიამ კიდევ ერთხელ დააყენა ახალგორის საკითხი და აღნიშნა, რომ რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციები საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ ტერაქტებზე, ქართველების ოსურ ჯარში იძულებით გაწვევის თაობაზე და ხშირად დარღვეული საჰაერო სივრცე მეტყველებს, რომ რუსეთის მხრიდან დიდი პროვოკაცია მზადდება.
დავითაიამ კიდევ ერთხელ მიმართა პარლამენტს და საქართველოს ხელისუფლებას, რომ მსოფლიო თანამეგობრობა საქმის კურსში დროულად ჩააყენოს, რათა შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოს არ დაბრალდეს.
|