მოსკოვი ევროკავშირს “საქართველოს პროვოკაციებზე ყურადღების გამახვილებისკენ” მოუწოდებს.
როგორც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, “ქართულ-ოსური კონფლქტის ზონაში განლაგებულმა ევროკავშირის დამკვირვებლებმა ქართული მხარის პროვოკაციებს დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ”.
“ჩვენ გვინდა, ამ ზონაში მყოფმა დამკვირვებლებმა ქართული მხარის პერიოდულ პროვოკაციულ ქმედებებზე მეტი ყურადღება გაამახვილონ. მისიის წარმომადგენლებმა ყურდაღება უნდა მიაქციონ ასევე იმ ფაქტს, რომ იქ რეგულარულად ჩნდებიან ქართული სპეცრაზმელები, სხვა შეიარაღებული პირები, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად გასაგებია, რომ სიტუაციის დასამშვიდებლად იქ მხოლოდ პოლიციელები უნდა იმყოფებოდნენ”, - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ევროკავშირის დამკვირვებლები თავისი საქმიანობით მხოლოდ მომხდარის დაფიქსირებით შემოიფარგლებიან, მაშინ, როდესაც მედვედევ-სარკოზის შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტად გამოდის”.
|