ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:08
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 16 » საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ რუსული მხარე მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოიქცევა
საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ რუსული მხარე მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოიქცევა
21:28
საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ რუსული მხარე, რომელმაც გუშინ ჟენევაში მოლაპარაკებები ჩაშალა, მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოიქცევა და შინაარსიან, შედეგზე ორიენტირებულ დიალოგში ჩაერთვება. ამისთვის ახალ, ჟენევის ფორმატში ყველა სათანადო წინაპირობაა შექმნილი.

საქართველოს საგარეო უწყებამ, ჟენევის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

“რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების აშკარა ობსტრუქციის მიუხედავად, ქართული მხარე კვლავაც რჩება სამშვიდობო პროცესის ერთგული და დარწმუნებულია, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები, დიალოგი ერთადერთი შესაძლებელი გზაა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასამყარებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხოდ, ღირსეულად დასაბრუნებლად”, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს ერთობლივი ძალისხმევით პირველად შეიქმნა ისეთი საერთაშორისო ფორმატი, რომლის ფარგლებშიც რუსეთს აღარ გააჩნია ადრე მითვისებული მონოპოლია სამშვიდობო პროცესზე. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები დასაწყისიდანვე შეუდგნენ მოლაპარაკების შეფერხებას რუსული საოკუპაციო ჯარების მეშვეობით შექმნილი რეჟიმების წარმომადგენლების მოლაპარაკებაში ოფიციალურ მხარეებად, სუვერენული სახელმწიფოების შესაბამის დონეზე ჩართვის მოთხოვნით. ამავე დროს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის-სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის წინააღმდეგობის გაწევით.

რუსეთის ფედერაციამ უარი განაცხადა პლენარულ სხდომაში მონაწილეობაზე, რომელიც, წინასწარი შეთანხმების თანახმად, შედგება ევროკავშირის, ეუთო-სა და გაერო-ს, როგორც შუამავალ მხარეთა და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ს, როგორც ოფიციალურ მონაწილეთა წარმომადგენლებისგან. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, მონაწილეობა არ მიეღო პლენარული სესიის მუშაობაში, შეაფერხა მოლაპარაკებების წარმატება დღის დარჩენილ ნაწილში.

“მოგვიანებით კი, არაფორმალურ პროცედურულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელსაც მონაწილეები ესწრებოდნენ ინდივიდუალური ფორმით და, რომელშიც ქართულ მხარეს მონაწილეობა არ მიუღია, რუსული კონტროლის ქვეშ მყოფი მარიონეტი რეჟიმების წარმომადგენლებმა მოითხოვეს მოლაპარაკებებში მონაწილეობა, როგორც “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის” წარმომადგენლებმა. მათ, ასევე, უარი განაცხადეს ერთ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური მთავრობების წარმომადგენლებთან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შედეგად ეთნიკური წმენდისა და 90-იანი წლების დასაწყისიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ”, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეუძლებელი გახდა წინასწარ შეთანხმებული სამუშაო ჯგუფების შეხვედრების გამართვა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევემ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხებთან დაკავშირებით. საერთაშორისო შუამავლებთან ერთად, ქართული მხარე ბოლო წუთამდე ელოდა შეხვედრის გამართვას, თუმცა მარიონეტი რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ობსტრუქციული პოზიციის შედეგად ხელიდან იქნა გაშვებული კონსტრუქტიული და შინაარსიანი დიალოგის შესაძლებლობა.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ 18 ნოემბერს ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელდება.

Просмотров: 775 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz