ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, ნოემბერში გაიმართოს.
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, მეორე რაუნდის გამართვა ჟენევაში 18 ნოემბერს იგეგმება.
“როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს მომზადება იმისთვის, რომ ამ დისკუსიის ფარგლებში მეორე შევხედრა 18 ნოემბერს გაიმართოს”, - განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით გუშინ გამართული სხდომა უშედეგოდ დასრულდა. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ რუსულმა მხარემ სხდომაში სეპარატისტული ხელისუფლებების წარმომადგენელთა დასწრების გარეშე მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
|