ევროკავშირმა რუსეთთან ახალი საბაზისო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ნოემბრამდე გადადო.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთთან დაკავშირებული საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 14 ნოემბერს მოხდება”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანამ.
14 ნოემბერს ნიცაში ევროკავშირ-რუსეთის მორიგი სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
შეგახსნებთ, რომ ევროკავშირ-რუსეთს შორის ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები საქართველოს აგვისტოს მოვლენების გამო შეწყდა.
|