თემქის დასახლების რამდენიმე ობიექტს გაზმომარაგება ხვალ აღუდგება.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ორი დღის წინ თემქის დასახლების რამდენიმე ობიექტს გაზმომარაგება შეუწყდა.
კერძოდ, ბუნებრივი აირის მიწოდება თემქის დასახლების XI მ/რ-ის I კვ-ს, სამშობიაროს, ბავშვთა საავადმყოფოსა და 48-ე სკოლას ჰქონდათ შეწყვეტილი.
როგორც “პირველს” “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, აღნიშნულ ობიექტებზე ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალიდან ეტაპობრივად დაიწყება.
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები.
|