“ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას” სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა აქვს.
ედპ-ის წევრები მიიჩნევენ, რომ ქვეყნისთვის ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის რკინიგზის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად უნდა მიიღოს.
როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურამ ჩახვაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფომ სტრატეგიული ობიექტების მხოლოდ 49% უნდა გაყიდოს, აქციების ნაწილი კი უფასოდ უნდა გადაეცეს საქართველო-რუსეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს.
“პრივატიზაციის ამ სახით ჩატარება სახელმწიფოს სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლს შეუნარჩუნებს” - დასძინა ჩახვაძემ.
|