“ტრიბიუნ დე ჟენევის” აზრით, საბოლოო ჯამში თბილისს სეპარატისტების “ატანა” მოუწევს
გავლენიანი უცხოური გამოცემის “ტრიბიუნ დე ჟენევის” აზრით, საბოლოო ჯამში თბილისს სეპარატისტების “ატანა” მოუწევს.
“საბოლოო ჯამში თბილისს სეპარატისტების “ატანა” მაინც მოუწევს, რადგან ე.წ. პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობას ორი სამუშაო ჯგუფი დაიწყებს: ერთი – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, მეორე კი დევნილებისა და გადაადგილებულ პირთა საკითხებზე” – წერს გაზეთი.
მისივე შეფასებით, “თბილისი იძულებული გახდა, “არაფორმალური” შეხვედრები სხვა მონაწილეებისთვისაც - ოსებისთვისაც და აფხასებისთვისაც იყოს გახსნილი, თუმცა - ერთი პირობოთ: თითოეული მათგანი წარმოდგენილი უნდა იყოს კერძო პირის რანგში, მოქალაქეობისა და განსაკუთრებული სტატუსის გარეშე”.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, “ამით საქართველოც ისარგებლებს და შეხვედრაში თავისი მოკავშირეების - აფხაზეთის დევნილი ხელისუფლებისა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინიტრაციის მეთაურის ჩართვას შეძლებს”.
მოვლენების ასეთ განვითარებას “ტრიბუნ დე ჟენევი” “წინგადადგმულ ნაბიჯად” აფასებს და ამბობს, რომ “მთავარი მიზანი - შეხვედრების გამართვის მოწინააღმდეგე მხარეების ერთად შეკრება - მიღწეულია და შესაძლოა, ამას კონკრეტული შედეგებიც მოჰყვეს”.
ამასთან, იმაზე, რამდენად მისაღები იქნება ეს “კონკრეტული შედეგები” საქართველოს რიგითი მოსახლეობისთვის და მათთვის, ვისაც ომმა ყველაზე საშინელი შედეგები მოუტანა, “ტრიბუნ დე ჟენევი” არაფერს წერს.
მისივე პროგნოზით, “რუსეთი ვერ შეძლებს, თბილისს აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებინოს, თბილისი კი ვერ მიაღწევს სეპარატისტული რეგიონებიდან რუსული ჯარების გაყვანას, მაგრამ დროთა განმავლობაში არსებული პოზიციების გაყინვას გამოიწვევს და საქართველო ამისთვის ნამდვილად მზად არის”.
|