”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სხვა რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებას და ახალი ოპოზიციური ალიანსის ჩამოყალიბებას კატეგორიულად გამორიცხავს.
ხიდაშელმა კატეგორიულად უარყო გუშინ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ჟურნალისტ ნოდარ მელაძის მიერ გაკეთებული შესაბამისი განცხადებები და აღნიშნა, რომ “არასერიოზული ჟურნალისტის განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს”.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ”რესპუბლიკელებისა” და ”მემარჯვენეების” პოზიციები ერთმანეთს ბევრ საკითხში ემთხვევა, უპირველესად კი - ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიმართულებით.
ცნობისთვის, ”მემარჯვენეებისა” და ”რესპუბლიკელების” შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გუშინ გავრცელდა. ტელეკომპანიის ჟურნალისტის ნოდარ მელაძის განცხადებით, პარტიების ლიდერები ალიანსის შესაძლო შექმნის შესახებ კონსულტაციებს უკვე აქტიურად აწარმოებენ .
|