ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება.
სამიტის მთავარი თემა საქართველოა. ლიდერები განიხილავენ, როგორ სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მედვედევი-სარკოზის გეგმა.
მანამდე კი, ნიკოლა სარკოზიმ პრესკონფერეციაზე ჟენევაში ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
საფრანგეთის პრეზიდენტისთვის ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, ასეთი კონფლიქტის შემდეგ მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა საკმაოდ რთულია.
სარკოზის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის დაწყებიდან ოთი თვის შემდეგ ცეცხლი შეწყვეტილია, ხოლო ე.წ ბუფერული ზონებიდან რუსული შეარაღება და ტექნიკა გაყვანილია.
“სამშვიდობო გეგმა არც თუ უნაკლოდ სრულდება, მაგრამ არ უნდა შევქმნათ დაპირისპირება რუსეთსა და ევროკავშირს შორის, ეს დღეს არავის სჭირდება”, - აღნიშნა სარკოზიმ.
მას იმედი აქვს, რომ რუსეთის ფედერაცია ნაკისრ ვალდებულებს სრულად შეასრულებს.
გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო შემადგენელი ნაწილები არიან და ევროპა აღნიშნულ ტერიტორიებს მხოლოდ ასე აღიქვამს.
|