პარასკები, 19.04.2024, 13:53
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 16 » სააკაშვილმა საქართველო გადატრიალებისგან იხსნა - ამბობს პუტინის ყოფილი მრჩეველი
სააკაშვილმა საქართველო გადატრიალებისგან იხსნა - ამბობს პუტინის ყოფილი მრჩეველი
12:12
- ”ქვეყანა რომ რუსული შეთქმულებისგან ეხსნა, საქართველოს პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთზე შეტევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა!” - აცხადებს ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი Observer-თან ინტერვიუში.

რუსული ოფიციალური პირების ოფიციალური განმარტებები - რომ ისინი რუსეთის მოქალაქეების ”სიცოცხლეს”, ”ჯანმრთელობას” და ”ღირსებას” იცავდნენ (სხვა საკითხია, ეს ხალხი როგორ გახდა რუსეთის მოქალაქე) - ვერავითარ მტკიცებულებას ვერ უძლებს, რამდენადაც ჩეჩნეთსა და ბესლანში მათ არასოდეს უზრუნიათ თავიანთ მოქალაქეებზე, ამბობს ილარიონოვი.

ამჟამად ვაშინგტონის Cato-ს ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი, 2000-2005 წლებში პუტინის ყოფილი მთავარი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, აცხადებს, რომ რუსული ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოდ, კონფლიქტი 7 აგვისტოს არ დაწყებულა; ის 2004 წლის ზაფხულიდან დეტალურად იგეგმებოდა და მზადდებოდა, როცა რუსეთის ხელისუფლება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საომარი აღჭურვილობით ამარაგებდა, მათ შეიარაღებულ ძალებს წვრთნიდა, სამხედრო ბაზების აშენებდა და სტრატეგიულ გზებსა და რკინიგზას აგებდა.

- ”კულმინაცია 80’000 რეგულარული ჯარისკაცის და ნახევრად სამხედრო შენაერთების თავმოყრა იყო საქართველოს საზღვრებთან, მათგან სულ ცოტა 60’000 აგვისტოს ომში მონაწილეობდა,” - ამბობს ის.

- ”7 აგვისტოს დაახლოებით 20’000-დან 25’000-მდე ოსი და რუსი სამხედრო პირი და 240 ტანკი იყო სამხრეთ ოსეთში,” - აცხადებს ილარიონოვი და ამატებს, რომ მისი ინფორმაციით ქართულ შეიარაღებას 29’000 სამხედრო და 200 ტანკი ჰყავდა, რომელთა დიდი ნაწილი იმ დროს აფხაზეთის საზღვართან იყო თავმოყრილი.

- ”სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს დაახლოებით 4’000 ჯარისკაცი და 42 ტანკი იმყოფებოდა,”- ამბობს ილარიონოვი და იხსენებს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებას 7 აგვისტოს ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.

- ”უეცრად ისინი (საქართველოს ხელისუფლება) მიხვდნენ, რომ თუ ოსურ-რუსული ჯარები დაიძრებოდნენ, მხოლოდ რამდენიმე საათის საქმე იყო და ისინი თბილისში იქნებოდნენ”. - ”პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ცხინვალზე შეტევის გადაწყვეტილება თავდაცვა იყო, თუმცა ეს იყო ძალიან რისკიანი თავდაცვა,” - ამბობს ილარიონოვი.

- ”სააკაშვილმა საკმაოდ მკაფიო მესიჯი მიიღო დასავლეთისგან - რომ ამერიკა და ევროპა არ დაეხმარებოდნენ. ამერიკას რომც გადაეწყვიტა დახმარება, ეს სრულიად არარეალისტური იქნებოდა - სულ ცოტა ორ კვირა მაინც დასჭირდებოდა, სანამ პირველი სამხედრო შენაერთები შემოვიდოდნენ და სრულიად ცხადი იყო, რომ 2 კვირაში ძალიან დაგვიანებული იქნებოდა საქართველოს დაცვა. პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ ის მარტო დარჩებოდა რუსეთის პირისპირ. სწორედ ამან განაპირობა ცხინვალზე შეტევის გადაწყვეტილება,” - ამბობს ილარიონოვი.

ეს იყო მართლაც ”მტკივნეული” ნაბიჯი, რაც პრეზიდენტის რეპუტაციას და ნდობას შელახავდა თავის ქვეყანაში, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, მაგრამ ”ეს გამოიყურებოდა, როგორც ერთდაერთი შესაძლო გადაწყვეტილება, რაც რეალურად იხსნიდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას,”- აცხადებს ილარიონოვი.

ოპოზიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ომის გამო ადანაშაულებს, ილარიონოვი ამბობს: ”ის ფაქტი, რომ ოპოზიცია საერთოდ არსებობს და თავის შეხედულებებს გამოხატავს, თავდაცვის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დამსახურებაა”.

- ”სააკაშვილს რომ კონტრ-შეტევა არ განეხორციელებინა, აქ ალბათ არანაირი ოპოზიცია აღარ იქნებოდა. თბილისში იგორ გიორგაძე ჩამოვიდოდა. ეს უკვე სულ სხვა ისტორია იქნებოდა”. - დასძენს ილარიონოვი და ამატებს, რომ ”რუსებს გეგემები ჩაეშალათ”.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება გეგმა ”ბ” იყო, რითაც მოსკოვი გულწრფელად აღფრთოვანებული სულაც არ არის, ამბობს ილარიონოვი.

- ”როგორც ჩანს, გეგმა ”ა” საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების დეზორგანიზაცია იყო ოსების და ქართველების მონაწილეობით მოწყობილი სამოქალაქო ომის ან რევოლუციის გზით, რაც საბოლოოდ რეჯიმის შეცვლით დასრულდებოდა”.

- ”მაგრამ სანამ ქართული ჯარი ცხინვალში შევიდოდა და რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის არმიის შეკავებას შეძლებდა, ეს საკმაო დროს მისცემდა სარდლობას დასავლეთში მობილიზებული საჯარისო ნაწილები თბილისის დასაცავად გადმოესროლა, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიექცია, საზოგადოება და პოლიტიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ”გამოეფხიზლებინა” და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება მოეხდინა”.

- ”რამდენიმე დღის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ გეგმა ”ა”, რაც რევოლუციის ან სამოქალაქო ომის ორგანიზებას ისახავდა მიზნად, ჩაიშალა. რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა გეგმა ”ბ”-ზე გადასულიყო. მაგრამ ეს მისი დიდი მარცხი იყო. როდესაც შენ ისმენ ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან უწმაწურ სიტყვებს პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით, ეს მხოლოდ მარცხის გამოხატულებაა. მიხეილ სააკშვილმა მათი კარგად მომზადებული გეგმა ”ა”-ს ჩაშლა შეძლო”.

- ”გეგმა ”ბ”-თი რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ”დაცვას” შეეცადა. ეს ღიად გაცხადდა ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ და საბოლოოდ მათ აირჩიეს თავი მოეჩვენებინათ, თითქოს მართლაც სურდათ ორი სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. მაგრამ ეს დიდ წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ხელისუფლების მიერ დიდი ხნის განმავლობაში არჩეულ პოზიციასთან, რაც ჩეჩნეთის, კოსოვოს, მთიანი ყარაბაღის, ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებას გულისხმობს”.

- ”ყველაზე ნაკლებად, რაც რუსეთს სჭირდება, სწორედ დამოუკიდებელი აფხაზეთი და ოსეთია. ეს დიდი პრობლემაა რუსეთის ხელისუფლებისთვის, სერიოზული ფინანსური ტვირთია, არეული რეგიონებია, სადაც კრიმინალური ფონი საკმაოდ მაღალია. უეცრად, აღმოჩნდა, რომ არსებობს ათი ათასობით შეიარაღებული ადამიანი, რომელთაც სრულიად ადვილად შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა. ეს წარმოუდგენელი თავისტკივილია”.

- ”საქართველოს დემოკრატია მოსკოვისთვის საფრთხეა”. - ირწმუნება ილარიონოვი

ამ სამხედრო ოპერაციაში ”მიალიარდობით დოლარის” ჩადების და ”მძიმე დიპლომატიური კრახისა და იზოლაციის” წინაშე აღმოჩენის მზადყოფნის მიზეზი, ილარიონოვის აზრით, მხოლოდ ერთადერთია - საქართველოს დემოკრატია რუსეთის რეჟიმს საგონებელში აგდებს და აჩვენებს, რომ იმავე ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანას წინსვლა და დასავლეთთან ინტეგრაცია შეუძლია.

მსოფლიოსთან ინტეგრაციის მოდელი, მოდერნიზებული, ღია საზოგადოების ჩამოყალიბება ანგარიშვალდებული მთავრობით - სრულიად განსხვავებულია იმ მოდელისგან, რაც კრემლშია.

- ”განსხვავებული რელიგიური ტრადიციების მქონე ქვეყნებზე, როგორიც პოლონეთი და ესტონეთია, ზოგიერთი რუსი ინტერპრეტატორი მზადაა თქვას, რომ არის მართლაც რაღაც განსხვავებული მათთან დაკავშირებით, როცა ისინი ნამდვილ დემოკრატიას, ანგარიშვალდებულ მთავრობას და დასავლეთთან ინტეგრაციას ირჩევენ. უკრაინა და საქართველო კი ძველი მართლმადიდებელი ქვეყნებია, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ რუსული იმპერიის ნაწილი”.

- ”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკეთესი დაცვის გარანტიაა საქართველოსთვის, ვიდრე MAP-ი. ამ მისიას უფრო მეტი გავლენა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებაზე,” - თვლის ილარიონოვი, ”ვიდრე შეიძლებოდა ქვეყანას MAP-ის მინიჭებით ბუქარესტის სამიტზე აპრილში მიეღო”.

MAP-ი დამკვირვებლების გარეშე თავდაცვის გარანტიას არ იძლევა. მაგრამ ევროკავშირის დამკვირვებლები უკვე ძალიან სერიოზული წინააღმდეგობაა ნებისმიერი აგრესორისთვის,” - ამბობს ის.

პუტინის ყოფილი მრჩეველი ამატებს, რომ გარკვეული თვალსაზრისით ”შესაძლოა უკეთესიც კი არის დღევანდელი სიტუაცია, ვიდრე სამი თვის წინ იყო, როცა არავითარი საერთაშორისო ინტერესი არ არსებობდა და არც საერთაშორისო დამკვირვებლები ჩანდნენ”.

Просмотров: 760 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz