ოთხშაბათი, 24.04.2024, 02:50
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 16 » ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
12:13
ჟენევაში გუშინ საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციების პირველი ეტაპი გაიმართა, სადაც საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, ეუთო-ს, ევროკავშირის და გაერო-ს წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციების შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელებიც შედიოდნენ.

რაც შეეხება რუსული დელეგაციის შემადგენლობას, აქ იგივე ტერიტორიული ერთეულების დე-ფაქტო ლიდერები შედიოდნენ. შექმნილი რეალობა აშკარად იძლეოდა იმის საფუძველს, რომ კონსულტაციები დაძაბულ რეჟიმში წარიმართებოდა, თუმცა მისი ჩაშლა არავის უფიქრია. სამწუხაროდ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა.

რუსული დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებების წევრები შეხვედრის პირველ სესიაზე არ დაუშვეს, რის გამოც რუსულმა დელეგაციამ სესია დატოვა. მეორე სესიაზე დასწრებაზე უარი კი უკვე ქართულმა მხარემ თქვა, იმ მიზეზით, რომ სხდომას სეპარატისტებიც ესწრებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის კონსულტაციები საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, გაერო-ს ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, ქართული და რუსული დელეგაციების პირდაპირ შეხვედრა არ შედგა. ხემოთ აღნიშნული ორგანიზაციები ქართულ და რუსულ მხარეებს ცალ-ცალკე შეხვდნენ.

“ჟენევის ფორმატით წარმოებულ მოლაპარაკებაში საქართველო აღარ არის უმცირესობაში და სწორედ ამიტომ რუსეთი ცდილობს პრობლემები შექმნას”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ რუსეთის დელეგაციის მიერ მოლაპარაკებების დატოვების ფაქტის კომენტირებისას.

ბოკერიას თქმით, საქართველო მიესალმება ჟენევის ფორმატით მოლაპარაკების წარმოებას, სადაც, მისივე თქმით, რუსეთი აღარ არის ყალბი მედიატორი, როგორც ეს მრავალი წლების განმავლობაში იყო და წარმოდგენილია როგორც მხარე.

მისი თქმით, რუსეთს სურდა თავის მიერ შექმნილი მარიონეტული რეჟიმები მოლაპარაკებაზე ოფიციალურ მხარეებად ყოფილიყვნენ წარდგენილი, რაზეც უარი მიიღო და სწორედ ამიტომ რუსული დელეგაცია არ დაესწრო მოლაპარაკების პლენარულ სხდომას. ბოკერიას განცხადებით, ქართულმა მხარემ სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებათა პროცესის თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, რუსული მხარისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რუსეთის დელეგაციასთან არაფორმალური შეხვედრა გაიმართა და ამ შეხვედრას ქართული მხარე არც უნდა დასწრებოდა.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ბოკერიას განცხადებით, უნდა გამართულიყო სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, სადაც არსებითი საკითხები განიხილებოდა და მას უნდა დასწრებოდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სხვადასხვა თემების წარმომადგენლები. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ შეხვედრაზეც “რუსეთის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებმა პროტესტი განაცხადეს”, რადგან მათ ოფიციალური მხარე არ ერქვათ და შეხვედრას ესწრებოდნენ დიმიტრი სანაკოევი და მალხაზ აკიშბაია.

როგორც გიგა ბიკერიამ აღნიშნა, ჟენევის ფორმატით მოლაპარკება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ამასთანავე, რუსეთზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა, რათა მან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

ჟენევაში წარმოებულ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მწვავე რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს. მისი შეფასებით, რუსეთი მოიქცა ისე, როგორც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირი იქცეოდა.

პრეზიდენტის თქმით, გუშინ პირველად იყო სერიოზული შანსი საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების წარმართვის, თუმცა საქართველოს კონსტრუქციული პოზიციის მიუხედავად, რუსეთმა მოლაპარაკებები მიატოვა.

“რუსეთი მოიქცა ისე, როგორც საბჭოთა კავშირი იქცეოდა ცივი ომის ძალიან ცუდ წლებში”, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის დღევანდელი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა დონის დიპლომატიასთან და რა ხალხთან აქვს საქმე საქართველოს.
მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს მოლაპარაკებას მეგობარ სახელმწიფოებთან და თანმიმდევრულ ბრძოლას ქვეყნის ტერიტორიის დეოკუპაციის მისაღწევდ.

სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი დღეს ჯენევაში პრესკონფერენციას გამართვენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საზოგადოებას იმ მოსაზრებებს გააცნობენ, რომლის გაჟღერებასაც ისინი ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიაზე გეგმავდნენ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე მალხაზ აკიშბაია და დიმიტრი სანაკოევი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე, რეგიონში დევნილთა უპირობო დაბრუნებაზე, რუსეთის მხრიდან მათი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრებენ.

მალხაზ აკიშბაიას თქმით, ქართული მხარე მზად იყო მოლაპარაკებებისათვის და სწორედ ამ მიზნით ჩავიდა ქართული დელეგაცია ჟენევაში, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია და ეს შეხვედრა ჩაშალა.

“ქართული მხარე მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. დევნილმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკებებში და მათ გარეშე აფხაზეთის მომავალი არ უნდა წყდებოდეს. სწორედ ამ რეგიონში ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველები დევნილები არიან”, - განაცხადა აკიშბაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს ჰყავს ათეულობით პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებით დევნილი აფხაზებიც, რომლებიც დღემდე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ.

“ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხებში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართვა, დევნილთა უპირობო დაბრუნება და კონფლლიქტურ რეგიონებში მათი უსაფრთხოების დაცვა”, - აცხადებს მალხაზ აკიშბაია.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ საერთაშორისო დისკუსიის მეორე რაუნდი, შესაძლოა, ჟენევაში, 18 ნოემბერს გაიმართოს. როგორც “ინტერფაქსი” იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

“როგორც ჩანს, მოვემზადებით იმისთვის, რომ ამ დისკუსიების ფარგლებში მეორე შეხვედრა 18 ნოემბერს გავმართოთ”, - განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ დრო საკმარისად არის.

Просмотров: 830 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz