ხუთშაბათი, 25.04.2024, 08:14
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » ოქტომბერი » 16 » “ჯვაროსნებმა” ბულგარელებს ქულა გაატანეს
“ჯვაროსნებმა” ბულგარელებს ქულა გაატანეს
17:12
2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წლევანდელი სეზონის ბოლო მატჩი, საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უგოლო ფრედ დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი ქართველთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, მასპინძლებს გოლის გატანის სამი რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ შაშიაშვილის თავური დარტყმის შედეგად, ბურთი მცირე მანძილით ასცდა მიზანს. შემდეგ, სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა რაზმაძემ ვერ იყოჩაღა და ბულგარელი გოლკიპერი ბურთს იოლად დაეუფლა; ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში კი კობიაშვილს ოდნავ სიზუსტე დააკლდა, ხოლო თავის მხრივ ტაიმის მიწურულს ბერბატოვმა ანგარიშის გახსნის კარგი შანსი გაუშვა.

მატჩის პირველ ტაიმში, მძიმე ტრავმა მიიღო მასპინძელთა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, რომელიც ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მეტოქის მცველს საჰაერო დუელისას შეეჯახა, თუმცა თამაშის გაგრძელება მაინც შეძლო, მაგრამ ათიოდე წუთში შეცვლა მოითხოვა. მას ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს. იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და რეანიმობილით საავადმყოფოში წაიყვანეს.

“ჯვაროსნებს” უპირატესობა არც მეორე ნახევარში დაუთმიათ, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნისას აშკარად სიზუსტე აკლდათ, ხშირ შემთხვევაში კი სტუმართა გოლკიპერი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელებმა 2010 წლის მუნდიალის მიმდინარე შესარჩევ ციკლში კიდევ ერთი ქულა ჩაიწერეს.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. VIII ჯგუფი.
15 ოქტომბერი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონი.

საქართველო - ბულგარეთი 0:0

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

საქართველო: ლომაია, ლობჟანიძე, სალუქვაძე, კვახაძე, შაშიაშვილი, რაზმაძე, მენთეშაშვილი, კობიაშვილი - კაპიტანი, გოცირიძე (ოდიკაძე, 84), იაშვილი (მერებაშვილი, 71), მჭედლიძე (სირაძე, 30).

ბულგარეთი: პეტკოვი, ტუნჩევი, ილიევი, მილანოვი, იანკოვი, ბერბატოვი - კაპიტანი, პეტროვი, გეორგიევი, დიმიტროვი (რანგელოვი, 73), პეტროვი (პოპოვი, 29), ივანოვი.
გოლები:

გააფრთხილეს: პეტროვი, რაზმაძე, ტუნჩევი, შაშიაშვილი

Просмотров: 757 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz