აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დახმარების მიზნით, რუსეთის ფედერაციის რეგიონების სამინისტროში აპარატის გაფართოება იგეგმება.
როგორც “ინტერფაქსი” იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი კოზაკმა განაცხადა.
“სამინისტროს მნიშვნელოვანი ამოცანა აკისრია, როემლიც სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ამასთან დაკავშირებით სამინისტროში დამატებითი თანამშრომლების მიღება უკვე გადაწყვეტილია, რათა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დავეხმაროთ”, - განაცხადა კოზაკმა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ახალი ხელმძღვანელის, ვიქტორ ბასარგინის წარდგენისას.
კოზაკმა უწყების წარმომადგენლებს სთხოვა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობა დაამყარონ, რათა სამხრეთ ოსეთის მხარემ მიიღოს აქტები, რომლებიც აღდგენით სამუშაოებში მონაწილეთა ანაზღაურებისთვის არის აუცილებელი.
|