შაბათი, 20.04.2024, 10:03
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » ოქტომბერი » 16 » ინფორმაციული ომის ბინძური მეთოდები
ინფორმაციული ომის ბინძური მეთოდები
21:33
შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის რომ ინფორმაციული ბრძოლა მიმდინარეობს, ეს თემა უცხო აღარავისთვის არის. საინფორმაციო ომი კი იმაზე მეტ სიბინძურეს მოიცავს, ვიდრე წმინდა წყლის შეიარაღებული ბრძოლა. რუსული საინფორმაციო საშუალებების მხრიდან გაჩაღებული აგრესიული დაპირისპირება დღეს უკვე მწვავე ფორმებს იძენს.

რუსული პრესის ცნობით, ქართული სპეცსამსახურები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და სოჭში ტერაქტებს ამზადებენ.

გაზეთ “იზვესტიაში” გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ტერაქტებს რუსეთში ქართული რადიკალური დაჯგუფება “საქართველოს პატრიოტები” გეგმავენ.

ამის დამადასტურებელ საბუთად “იზვესტიას” ტელეგრამები მოჰყავს, რომელიც გამოცემას ჩაუვარდა ხელში და მილიციის ყველა განყოფილებას გადაუგზავნეს.

”საქართველო ვერ შეურიგდა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დახმარებას, მის მიერ ამ რეგიონისა და აფხაზეთის აღიარებას და ქართული მხარე დივერსიულ ომზე გადავიდა. 3 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა 9 მშვიდობისმყოფელი. ორი დღის შემდეგ მუშები დაცხრილეს, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. სამართალდამცველ ორგანოებს ორივე შემთხვევაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს აქციები ქართული სპეცსამსახურების მიერ არის ჩადენილი”,- წერს “იზვესტია”.

გაზეთის ცნობით, ქართული ტერორისტული დაჯგუფება “საქართველოს პატრიოტები” მანამდე არ არსებობდა და შესაძლოა ის აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეიქმნა.

აღნიშნული განცხადება ყურადღების მიღმა არ დარჩენია საქართველოს მთავრობას. მოგვიანებით მასზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავჯმდომარემ. დავით ბაქრაძე რუსულ მედიაში საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ დივერსიებზე საუბარს საშიშ სპეკულაციას უწოდებს.

როგორც დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო არ არის ის ქვეყანა და ერი, რომელიც ტერორისტული აქტების ორგანიზებით არის დაკავებული.
მისი თქმით, ასეთ განცხადებებს, შესაძლოა, ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე ეწოდოს სისულელე, მაგრამ მას მაინც აქვს საშიში კონტექსტი.

“გავიხსენოთ ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყება და ის, თუ რა გახდა ჩეჩნეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლების საბაბი”, - განაცხადა ბაქრაძემ, რომელმაც რუსულ მედიაში საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ დივერსიებზე საუბარი საშიშ სპეკულაციად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი ჟურნალისტების ფანტაზიის იქით ვერ წავა

გაზეთ “იზვესტიას” ინოფორმაციით, ქართული სპეცსამსახურების მიერ გაჩაღებულმა ტერორისტულმა ომმა, შესაძლოა, რუსეთის სიღრმეში გადაინაცვლოს.
გამოცემის მტკიცებით, ხელში ჩაუვარდათ ის შეტყობინება, რომელიც მილიციის ყველა განყოფილებაში გაიგზავნა.

“ახლა, როგორც ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რუსეთის დედაქალაქს არა ისლამისტი ბოევიკები ან თვითმკვლელები, არამედ ქართული რადიკალური პატრიოტული დაჯგუფებების ტერორისტები ემუქრებიან”, - წერს გაზეთი.

ამგვარი მოსაზრების გარშემო ინტერესთა აკუმულირება ნამდვილად სახიფათოა, და თუ ინფორმაციული ბრძოლა ამგვარი ხერხებით გაგრძელდა, რუს და ქართველ ხალხებს არა იმდენად შეიარაღებული დაპირისპირება, არამედ ეთნიკური სიძულვილი დააშორებს.

Просмотров: 745 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz