სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ზედელაშვილი საკუთრების ხელყოფის ბრალდებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ზედელაშვილი საკუთრების ხელყოფის ბრალდებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც ცნობილია, საკუთრების ხელყოფაში გამგებელს სიღნაღელები ადანაშაულებდნენ.
მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ცოტა ხნის წინ 12 მოქალაქეს საკუთრების მოწმობები ერთდროულად გაუუქმა.
მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ ნიკო ძნელაშვილმა თანამდებობიდან წასვლამდე „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბისას განაცხადა, რომ საკუთრების მოწმობების გაუქმება სიღნაღის გამგებლის და სხვა მაღალჩინოსნების ზეწოლის შედეგად მოხდა.
საკუთრების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიებას კახეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.
|