ხუთშაბათი, 19.09.2019, 17:46
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 16 » საქართველოს რიგ ტერიტორიებზე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს
საქართველოს რიგ ტერიტორიებზე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს
12:33
საქართველოს რიგ ტერიტორიებზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის საკითხს პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღეს საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, კონფლიქტური რეგიონების გარდა, თუ სად უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საჯარისო ნაწილები იმყოფებიან, საგანგებო მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდეს.

“სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, რომ რუსეთი ვალდებულებებს სრულად შეასრულებს”, - დასძინა დავით ბაქრაძემ.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზევე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ და საბოლოოდ მიიღებენ. ამის შემდეგ, კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ საგანგებო მდგომარეობას უკვე ეს კანონი ჩაანაცვლებს, ხოლო სად გაგრძელდება საგანგებო რეჟიმი, დღევანდელი მონაცემების მიხედვით გადაწყდება.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ რიგ ტერიტორიებზე 17 ოქტომბრამდეა გაგრძელებული.

Просмотров: 592 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2019
Website builder - uCoz