ოთხშაბათი, 24.04.2024, 20:27
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » ოქტომბერი » 16 » ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება - პოლიტიკური გამარჯვება
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება - პოლიტიკური გამარჯვება
21:30
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ნიდერლანდების სამეფო, ჰააგა) საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი განაცხადის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სასამართლო მოუწოდებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს, თავი შეიკავონ რაიმე სახის რასობრივი დისკრიმინაციისგან, ასევე ასეთი ქმედებების დაცვისგან და მხარდაჭერისგან.

შესაბამისად, ჰააგის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა, დროებითი ზომების მიღების თაობაზე. გადაწყვეტილება 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.

საქართველო ითხოვდა, რუსეთის ფედერაციას დაკისრებოდა ვალდებულება ეთნიკური წმენდისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში აღნიშნული დროებითი ღონისძიების დაკისრების მოთხოვნა 2008 წლის 14 აგვისტოს იქნა შეტანილი, ხოლო მისი ზეპირი განხილვა 2008 წლის 8-10 სექტემბერს შედგა.

რუსეთი კი აპირებს დაამტკიცოს, რომ ჰააგის სასამართლოს არ გააჩნია იურიდიული უფლებამოსილება საქართველოს სარჩელის არსებითი განხილვა გააგრძელოს.

ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთს ჰააგის სასამართლომ მხოლოდ დროებითი ღონისძიებების სახით გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. ამიტომ რუსული მხარე შეეცდება დაამტკიცოს, რომ ჰააგის სასამართლოს არ გააჩნია იურიდიული უფლებამოსილება საქართველოს სარჩელის არსებითი განხილვა გააგრძელოს.

“სასამართლომ არა მხოლოდ რუსეთს, არამედ საქართველოსაც დააკისრა ზოგადი ხასიათის ვალდებულებები, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციით არის ნაკარნახევი”, - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ რუსული მხარე ადასტურებს თავის ერთგულებას საერთაშორისო დავების მშვიდობიან გადაწყვეტასთან დაკავშირებით და აპირებს კვლავ კეთილსინდისიერად შეასრულოს რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია. “ვიმედოვნებთ, ქართული მხარეც მკაცრად დაიცავს ამ კონვენციის ნორმებს”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება ქართული მხარის დამოკიდებულებას აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა გვარამია მას პოლიტიკურ გამარჯვებად აფასებს.

მისი თქმით, ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.

“სასამართლომ რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს რაიმე სახის რასობრივი დისკრიმინაციისგან, ასევე მსგავსი ქმედებების დაცვისა და მხარდაჭერისგან. საუბარია სეპარატისტების ხელშეწყობაზე, დაცვასა და დაფინანსებაზე”, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა, დროებითი ზომების მიღების თაობაზე.

“სასამრთლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ძალიან რთულია ქართული მოსახლეობის მდგომარეობა. ასევე მძიმეა აფახაზებისა და ოსების მდგომარეობაც იქ გაბატონებული რეჟიმის გამო. სასამართლომ რუსეთს დააკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება, საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევა და უსაფრთხოება იმ ტერიტორიებზე, რომელსაც თავად აკონტროლებს”, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს გადწყვეტილების შესრულება სავალდებულოა და მისი დარღვევა საერთაშორისო იურისდიქციის უგულვებელყოფას ნიშნავს.

“ამ გადაწყვეტილებით სასმართლომ დაამტკიცა, რომ საქართველოს სარჩელი საერთაშორისო იურისდიქციას დაქვემდებარებული საკითხია. სასამართლომ არ გაითვალისწინა რუსეთის არგუმენტები იმის შესახებ, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ეთნიკურ წმენდას ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე შეფასებით, ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია.

მომზადებულია “ინტერპრესნიუსის” მასალების გამოყენებით

Просмотров: 807 | Добавил: admin | Рейтинг: 3.0/1 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz