ხუთშაბათი, 28.03.2024, 20:55
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 16 » ნიკოლა სარკოზი - კონფლიქტის შემდეგ მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა საკმაოდ რთულია
ნიკოლა სარკოზი - კონფლიქტის შემდეგ მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა საკმაოდ რთულია
12:33
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება.

სამიტის მთავარი თემა საქართველოა. ლიდერები განიხილავენ, როგორ სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მედვედევი-სარკოზის გეგმა.

მანამდე კი, ნიკოლა სარკოზიმ პრესკონფერეციაზე ჟენევაში ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

საფრანგეთის პრეზიდენტისთვის ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, ასეთი კონფლიქტის შემდეგ მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა საკმაოდ რთულია.

სარკოზის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის დაწყებიდან ოთი თვის შემდეგ ცეცხლი შეწყვეტილია, ხოლო ე.წ ბუფერული ზონებიდან რუსული შეარაღება და ტექნიკა გაყვანილია.

“სამშვიდობო გეგმა არც თუ უნაკლოდ სრულდება, მაგრამ არ უნდა შევქმნათ დაპირისპირება რუსეთსა და ევროკავშირს შორის, ეს დღეს არავის სჭირდება”, - აღნიშნა სარკოზიმ.

მას იმედი აქვს, რომ რუსეთის ფედერაცია ნაკისრ ვალდებულებს სრულად შეასრულებს.

გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო შემადგენელი ნაწილები არიან და ევროპა აღნიშნულ ტერიტორიებს მხოლოდ ასე აღიქვამს.

Просмотров: 780 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz