დღეს, ვაჭრობის პირველივე საათებში რუსეთის საფონდო ინდექსები მნიშვნელოვნად დაეცა.
მოსკოვის დროით 10:35 საათზე მოსკოვის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა 10%-მდე, ანუ 627 პუნქტამდე დაეცა, ხოლო რუსეთის სავაჭრო სისტემა – 2%-ით, ანუ 770 პუნქტამდე. რუსეთის სავაჭრო სისტემის აქციების ტექნიკური ინდექსები 6,58 %-ით, 1330 პუქტამდე დაეცა.
რუსეთის სავაჭრო სისტემასა და მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საფონდო ინდექსების დაცემა აზიურ საბირჟო სივრცეში მომხდარი ჩავარდნით არის გამოწვეული.
მაგალითად, იაპონურმა ინდექსმა Nikkei- მ დღეს ყველაზე მასშტაბური ვარდნა განიცადა ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ამერიკული საბირჟო მაჩვენებლები ერთი დღით ადრე 7-9%-ით დაეცა. აშშ-ში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიის შიშით აქციების გაყიდვის ტალღამ მთელი მსოფლიო მოიცვა. გარდა ამისა, ბანკირები ლიკვიდურობის დეფიციტს კვლავ განიცდიან.
|