Главная » 2008»ოქტომბერი»23 » მოსკოვი ეჭვობს, რომ საქართველო დონორთა დახმარებას შეიარაღებისთვის გამოიყენებს
მოსკოვი ეჭვობს, რომ საქართველო დონორთა დახმარებას შეიარაღებისთვის გამოიყენებს
14:11
მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას მოითხოვს. რუსეთი ეჭვობს, რომ საქართველო დონორი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ თანხას სამხედრო შეიარაღებისთვის დახარჯავს და მოითხოვს, რომ საქართველოსთვის გამოყოფილ თანხას ეფექტური მონიტორინგი გაეწიოს. როგორც ცნობილია, დონორთა გუშინდელი კონფერენციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეტაპობრივად 4,5 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება გამოეყოფა.