კვირა, 22.12.2024, 09:31
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 23 » ვინ გეგმავს კონფლიქტურ რეგიონებში პროვოკაციას
ვინ გეგმავს კონფლიქტურ რეგიონებში პროვოკაციას
16:48
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აპირებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესაძლებლობა განიხილოს.

როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, დუმის კომიტეტების წევრები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული საკითხი, შესაძლოა, ქვედა პალატამ დღეს განიხილოს.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროს სარატიფიკაციოდ უკვე წარუდგინა სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ შეთანხმება და აღნიშნული საკითხის პრიორიტეტულად განხილვა ითხოვა.

რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქართული მხარის და მსოფლიო თანამეგობრობის მორიგი აღშფოთების საბაბი გახდა, რაც თავის მხრივ, მედიასასუალებებს არცთუ სახარბიელო პროგნოზების გაკეთებისკენ უბიძგებს.

აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მოსალოდნელია კიდევ ერთი დაპირისპირება, უპირველესად ქართული მოსახლეობის შეშფოთებს იწვევს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსების ტანკებს ელოდებიან როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებში.

“არ გეგონოთ, რომ აქ ვიღაცეები თავის ხალხს ჩამოიყვანენ და დასვამენ, როგორც ჩანს, ვიღაც ელოდება ამ ტანკებს თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში”, - განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთნ საუბრისას, თუმცა ასეთი ადამიანების დასახელებაზე კატეგორიული უარი თქვა.

მაჭავარიანმა მხოლოდ იმედი გამოთქვა, რომ ასეთ ხალხს საქართველოს მოსახლეობა “ვერ ნახავს”.

ამასთან, მაჭავარიანმა ისიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა და “მის ადგილზეც სხვა იქნებოდა, ისიც ქართველი, მაგრამ სულ სხვა მსოფლმხედველობის მატარებელი”.

მისი თქმით, მოვლენები განვითარდებოდა ისე, როგორც 1921 წელს, თუმცა საქართველოში კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც მოვლენების ასე განვითარების სურვილი და იმედი აქვთ.

თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არც სიტუაციის გართულებასგამორიცხავს.

“საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის განხორციელების რეალური საფრთხე არსებობს და იარსებებს მანამ, სანამ რუსეთის რეგულარული არმია თბილისიდან 40 კილომეტრში დგას”, - აცხადებს მაჭავარიანი.

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია გრძელდება და ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე დისლოცირებული მათი ძალები სრულიად უკონტროლოა.

“რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეძლეს არის ის, რომ რუსეთმა აგვისტოში საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამხო, მაგრამ რუსეთი ამ მიზნის განხორციელებას შეეცდება და ეს საფრთხე არსებობს მანამ, სანამ მათი ტექნიკა საქართველოს ტერიტორიებზე უკონტროლოდ გადაადგილდება”, _ განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საქართველო პროვოკაციებისთვის ემზადება, მაჭავარიანის თქმით, ლავროვის განცხადებებს “ჰამასის” გარდა ყურადღებას არავინ აქცევს. მისივე განცხადებით, ყველა ქვეყნისთვის ნათელია, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა რუსეთმა, რომელმაც აღიარა ე.წ. ახალი სახელმწიფოები და რომელიც არ აბრუნებს დევნილებს საკუთარ სახლებში.

მიუხედავად ყველაფრისა, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს ამ ეტაპზე რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებლად მიაჩნია.

“სანამ რუსეთი არ გააუქმებს გადაწყვეტილებას ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ, სანამ ოკუპანტები არ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას და დევნილები არ დაბრუნებულან, გაუგებარია რა უნდა იყოს რუსეთთან სალაპარაკო თემა”, - აცხადებს ვიცე-სპიკერი.

“აგრესია გრძელდება და ზოგიერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკოსია, ეტყობა არ იცის სად არის ახალგორი და ენგურის ხიდი”, -დასძენს მაჭავარიანი.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთი დეზინფორმაციების გამოყენებით ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთში ან კავკასიის ქედის სამხრეთით ახალი პროვოკაციებისათვის ნიადაგს ამზადებს.

ასეთი კომენტარი გააკეთა გუშინ საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ გაზეთ “იზვესტიაში” გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია, თითქოს ქართული მხარე ჩეჩენ ამბოხებულებს პოლონური წარმოების “გრომის” ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით ამარაგებს.

როგორც სამინისტრო აცხადებს, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისას რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტაცეს საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა, რომელთა ნაწილი პროვოკაციების მიზნით შესაძლოა ამოტივტივდეს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში.

გარდა ამისა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების განკარგულებაში არსებულ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ექსპორტზე დაწესებულია მკაცრი სახელმწიფო კონტროლი, რომელიც სრულად შეესაბამება ექსპორტის კონტროლის საერთაშორისო რეჟიმების მოთხოვნებს.

Просмотров: 820 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz