Главная » 2008»ოქტომბერი»23 » საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
16:45
საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ჟან-პიერ ჟუიე საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, - იუწყება “უკრაინსკაია პრავდა”. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ჟუიემ ჟურნალისტებს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიის მსვლელობისას განუცხადა. მინისტრის თქმით, ამ ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ევროპის ინტერესებში არ შედის. “ვფიქრობ, რომ უკრაინისა და საქართველოს წევრობა ნატოში არ არის აქტუალური”, - დასძინა ჟუიემ.
საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში განიხილავენ.