Главная » 2008»ოქტომბერი»23 » “ევროპელ დამკვირვებლებს საქართველოს ტერორისტული და დივერსიული ქმედებების აღკვეთა არ შეუძლიათ
“ევროპელ დამკვირვებლებს საქართველოს ტერორისტული და დივერსიული ქმედებების აღკვეთა არ შეუძლიათ
16:43
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს “არ სჯერა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები მის რესპუბლიკაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებენ”. “საქართველოს მიერ განხორციელებული ბოლო ტერაქტი – აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვენელის მკვლელობა გალის რაიონში ამტკიცებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ”, - განაცხადა ბაღაფშმა. მისივე თქმით, “ევროპელ დამკვირვებლებს საქართველოს ტერორისტული და დივერსიული ქმედებების აღკვეთა არ შეუძლიათ”. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ედუარდ ემინზადე გალის რაიონში დღეს მოკლეს.