Главная » 2008»ოქტომბერი»23 » საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია
საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია
16:42
საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია. ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ჟან-პიერ ჟუიემ განაცხადა. „რუსეთთან ურთიერთობების გართულება ევროპის ინტერესებში არ შედის“ – განმარტა მინისტრმა. როგორც ცნობილია, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს პროგრამა MAP-ის მინიჭების საკითხის მორიგი განხილვა ნატო-ს დეკემბრის სამიტზე იგეგმება. წინა სამიტზე, ბუქარესტში საფრანგეთმა და გერმანიამ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას მხარი არ დაუჭირეს.