პარასკები, 26.04.2024, 15:11
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 23 » გია ცაგარეიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის შენობაში მომხდარ ინციდენტის გამო ახსნა-განმარტებას ითხოვს
გია ცაგარეიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის შენობაში მომხდარ ინციდენტის გამო ახსნა-განმარტებას ითხოვს
16:42
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი და უმრავლესობის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა პარლამენტის სესიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი, რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის სათაო ოფისში მომხდარი ინცინდენტი გახდა. გიორგი ცაგარეიშვილმა სესიაზე მოითხოვა ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ამ საკითხში გაერკვეს. ცაგარეიშვილის თქმით “არ შეიძლება არათუ პარლამენტარმა, არამედ რომელიმე ჭკუათმყოფელმა ადამიანმა მოიწონოს ის, რომ დევნილები დევნილებს უმოწყალოდ უსწორდებიან და ბავშვებსა და ქალებს სცემენ”. ცაგარეიშვილი ამ ფაქტს ამაზრზენს უწოდებს. “საინტერესოა ვის გონებაში მწიფდება ასეთი ოპერაციები, რომელიც თბილისის საპატრულო პოლიციის შემადგენლობის თვალწინ ვითარდება? ვის უნდა, რომ ადამიანები, რომელთაც ამდენი უბედურება გამოიარეს, დაკარგეს ყველაფერი, დაკარგეს ახლობლები ახლა ერთმანეთს გადაეკიდნონ”, - აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ამ თემაზე სასაუბროდ ის სხვა ტრიბუნას გამოიყენებდა, რომ არა ამ ინცინდენტში ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მონაწილეობა. გია ცაგარეიშვილს აინტერესებს ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე რატომ არ აღიძრა. ბადრი ბასიშვილს უმრავლესობის წარმომადგენლები მიხეილ მაჭავარიანი და მურთაზ ზოდელავა გამოექომაგნენ. როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ბასიშვილი ოჯახთან და სხვა დევნილებთან ერთად თბილისის ერთ ერთი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს და უარს ამბობს ყველანაირ დახმარებასა და პრივილეგიაზე რაც დეპუტატს ეკუთვნის. თუმცა მაჭავარიანმა ცაგარეიშვილს მაინც დაავალა, რომ ეს საკითხი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატით იქნას განხილული. უფრო მეტად კრიტიკული იყო მურთაზ ზოდელავა და მან გააპროტესტა ის ფაქტი, რომ “ცაგარეიშვილმა ბასიშვილს ამ კონფლიქტში დაინტერესებულ მხარედ გამოსვლა დააბრალა”. ზოდელავას მაჭავარიანმავე შეუსწორა, რომ ცაგარეიშვისლ ასეთი რამ არ უთქვამს. მიუხედავად ამისა, ზოდელავა და ცაგარეიშვილი მაინც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ერთმანეთს აბრალებდნენ ფაქტის დამახინჯებას. მაჭავარიანის საბოლოო გადაწყვეტილებით კი ამ საკითხს ანტიკრიზისული საბჭო გაარკვევს. თავად საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე კი შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ინცინდენტში ბადრი ბასიშვილის მონაწილეობა ვიდეოკამერებითაც არის დაფიქსირებული და ეს მასალა საერთაშორისო საზოგადეობასაც აქვს ნანახი. აღსანიშნავია რომ თავად ბასიშვილი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.
Просмотров: 827 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz