Главная » 2008»ოქტომბერი»23 » მოსკოვი თბილისს სარკოზი-მედვედევის გეგმის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
მოსკოვი თბილისს სარკოზი-მედვედევის გეგმის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
16:43
მოსკოვი თბილისს სარკოზი-მედვედევის გეგმის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ჯარებს მუდმივი დისლოკაციის ადგილზე არ აბრუნებს”. “სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემდეგ ჯარების მუდმივი დილოკაციის ადგილზე დაბრუნება მედვედევი-სარკოზის გეგმის ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა ქართული მხარე არ ასრულებს აღებულ ვალდებულებას და შეიარაღებულ ძალებს დისლოკაციის ადგილზე არ აბრუნებს”, - განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, “საქართველო პერიოდულად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე სპეცრაზმელებსა თუ სხვა შეიარაღებულ ფორმირებებს აგზავნის”. “ჩვენ ძალიან გვაღელვებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები ამ ასპექტს ძალიან მცირე ყურადღებას უთმობენ”, - აღნიშნა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.