Главная » 2008»ოქტომბერი»23 » ევროკავშირის დამკვირვებელთა “მსუბუქი დამოკიდებულება” მოსკოვს აშფოთებს
ევროკავშირის დამკვირვებელთა “მსუბუქი დამოკიდებულება” მოსკოვს აშფოთებს
16:41
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა საქციელი მოსკოვს აშფოთებს. “ევროკავშირის დამკვირვებელთა რბილად რომ ვთქვათ, “მსუბუქი” დამოკიდებულება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მოქმედი მისიისადმი მოსკოვი შეშფოთებულია”, _ აცხადებს სერგეი ლავროვი და დასძენს, რომ არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის დამკვირვებლებს მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა ავალიათ. “ამიტომაცაა, რომ იმ პროცესების მიმართ, რაც დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მათ ირგვლივ ხდება, ევროკავშირის დამკვირვებელთა ასეთი მსუბუქი დამოკიდებულება მოსკოვს აშფოთებს”, _ განაცხადა ლავროვმა მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე.