Главная » 2008»ოქტომბერი»23 » ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ხელისუფლებას აჭარაში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს
”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ხელისუფლებას აჭარაში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს
14:10
”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” აჭარის რეგიონში გამოვლენილ ”უხეშ საარჩევნო დარღვევებზე” საუბრობს და სახელმწიფო თანამდებობის პირებს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. როგორც მოძრაობის წევრმა ნიკა ლალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, წინასაარჩვენო კამპანიაში ადგილობრივ მოხელეებთან ერთად აქტიურად არის ჩართული სემეკ-ის ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი. ამ კონტექსტში დეპუტატმა კიდევ ერთხელ გააჟღერა აჭარის მეთაურის ლევან ვარშალომიძის გვარი და ხელისუფლებას რეაგირება მოსთხოვა.