აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩო სოხუმის ცენტრში, ლაკობას ქუჩაზე აშენდება.
როგორც სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება, ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და შესაბამისმა სპეციალისტებმა მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია უკვე დაათვალიერეს.
“ჩვენ ტექნიკურ დოკუმენტაციას მოვამზადებთ, რომელსაც შესაბამისი წესით გავაფორმებთ. მართალია, შენობის პროექტი ჯერ არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მშენებლობა სწრაფად დასრულდება”, - განაცხადა ანქვაბმა.
|