ლეიბორისტების” განცხადებით, სადაზღვევო კომპანიებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ოჯახების წევრთა ჯიბეებში დაილექება.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე “ლეიბორისტების” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ განაცხადა, სადაზღვევო კომპანია “ირაოს” მფლობელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ხოლო სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” მფლობელი პრემიერ-მინისტრ ვალდიმერ გურგაენიძის ოჯახები არიან.
გუგავას თქმით, ბიუჯეტიდან წელს სადაზღვევო კომპანიებისთვის 78 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. მომავალი წლის ბიუჯეტში კი, შეჭირვებული ადამიანებისთვის სოციალური, სამედიცინო მომსახურებისა თუ დახმარების ხარჯები შემცირებულია, სამაგიეროდ 132 მილიონ 779 ათას ლარამდეა გაზრდილი სადაზღვევო კომპანიების დაფინანსება.
“თუ 2009 წლის ბიუჯეტის პარმეტრებს გადავხედავთ, აღმოჩნება, რომ გაჭირვებული, მიუსაფარი და უპატრონო ყოფილან სააკაშვილისა და გურგენიძის ოჯახები, რადგანაც თანხები, რომლებიც აქამდე სოცილაურად შეჭირვებული ადამიანებისათვის იყო გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია იმ სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომელთა მესაკუთრეებიც სააკაშვილისა და გურგენიძის ოჯახები არიან. ჯერ ამ პოლისებით განკურნებული ხალხი არ მინახავს. წელს 1000-მდე საჩივარი შევიდა ამ სადაზღვევო კომპანიების წინააღმდეგ. ესენი არიან კარგად ორგანიზებული მონოპოლიური მდგომარეობის მქონე კომპანიები, რომლებიც მშვენივრად ახრამუნებენ ბიუჯეტის ფულს”,-განაცხადა გიორგი გუგავამ.
|