შაბათი, 27.04.2024, 08:07
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » ოქტომბერი » 11 » ერთი შეკითხვა ნინო ბურჯანაძეს
ერთი შეკითხვა ნინო ბურჯანაძეს
16:58
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, დღეს კვლავ აქტუალურ პოლიტიკურ ფიგურად რჩება. სამჯერ ხელისუფლებაში მოსულ და ორჯერ პრეზიდენტად მოვლენილ ბურჯანაძეს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი დღესაც ამოძრავებს.

მის უახლოეს პოლიტიკურ წარსულს თუ გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ ამ ქალბატონისთვის პოლიტიკის კეთება გარკვეული აზარტია, მითუმეტეს მაშინ,როცა ის ხელისუფლებას ოპოზიციონერის სტატუსით უტევს. სხვათაშორის, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთ ბრძოლებში გაწაფული ბურჯანაძე წაგებული არასოდეს რჩებოდა...

დიახ, მთავრობიდან გაბრაზებით წასული ნინო ბურჯანაძე დღეს ხელისუფლებას უტევს. ის აყალიბებს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ფარულად თუ აშკარად ყველა მის მომხრეს აერთიანებს, ის ჩნდება ყველგან, არ ერიდება თამამ გამოსვლებს და ბოლოს, სვამს შეკითხვებს იმ მთავრობის მიმართ,რომლის ერთ-ერთ მთავარ ფიგურასაც თავად წარმოადგენდა.

43 შეკითხვა, რომელიც გასულ კვირას მან პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსვა, კვლავ პასუხგაუცემელია. ასე ყბადაღებული დარჩა თავის დროზე ზურაბ ჟვანიას მიერ ედუარდ შევარდნაძისადმი დასმული შეკითხვებიც...

”პრესა.გე” დაინტერესდა, თავად ნინო ბურჯანაძესთან თუ აქვს საზოგადოებას თუნდაც ერთი შეკითხვა.

საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანების მხრიდან, ყოფილი პარლამენტის თავჯდომარის მიმართ დასმული შეკითხვები არცთუ მრავალფეროვანია.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს აინტერესებს – ”როდემდე დაელოდება ქალბატონი ბურჯანაძე კითხვებზე პასუხს? ხომ არ შეიძლება კითხვები უსასრულოდ გაგრძელდეს. რამდენადაც ვიცი უკვე ერთი კვირა შესრულდა რაც ეს კითხვები დაისვა. ამიტომაც მაინტერესებს, როდემდე აქვს გათვალისწინებული ვადა, პასუხის მისაღებად?“

რამაზ საყვარელიძეს კი, ერთი კონკრეტული შეკითხვა ამოძრავებს. მას ვერაფრით გაუგია ”რატომ არის დღეს პრესაში წამყვან თემად ქცეული ნინო ბურჯანაძე? რატომ ეშინია ხელისუფლებას ასე ძალიან მისი?“

ეშინია თუ არა მართლაც ხელისუფლებას ნინო ბურჯანაძის რთული სათქმელია, თუმცა იმ ფონზე,როცა მის ”შესაჩერებლად“ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ეს შეკითხვა ლოგიკურია.

მორიგ პოლიტიკურ ექსპერტს ჰამლეტ ჭიპაშვილს კი საერთოდ არ აინტერესებს არაფერი ნინო ბურჯანაძის შესახებ. მისი პასუხიც შესაბამისად მოკლეა: ”მე პირადად არცერთი შეკითხვა არ მაქვს ნინო ბურჯანაძესთან“.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში არიან ადამიანები, ვისაც მართლა არ აინტერესებს ნინო ბურჯანაძის საქმიანობა. ”რესპუბლიკური პარტიის “ ერთ-ერთი აქტიური სახე ლევან ბერძენიშვილი თვლის,რომ ეს ადმიანი დღეს ყურადღებას არ იმსახურებს. ”ნინო ბურჯანაძესთან არანაირი შეკითხვა არ მაქვს. ვფიქრობ, ეს არ არის დღეს ისეთი აქტუალური თემა, რომ ყურადღებას იმსახურებდეს“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

წარსულში რევოლუციურ ფრთასთან დაახლოებული კობა დავითაშვილი კი ბურჯანაძის შესახებ კითხვის დასმის უფლებამაც გააღიზიანა: ”უკაცრავად, ბოდიშით, მაგრამ მე ნინო ბურჯანაძის კომენტატორი არ ვარ და ამიტომ არანაირ შეკითვას მას არ დავუსვამდი. ჩემთვის ყველაფერი ცხადია მასთან დაკავშირებით“.

არანაკლებ კატეგორიულია ახლა უკვე პარლამენტში მოხვედრილი ოპოზიციის განწყობაც. ერთ დროს გაერთიანებული ოპოზიციის სახე გია თორთლაძე დღეს ისევ იმ შეკითხვას სვამს, რასაც პარლამენტის წინ შიმშილობის დროს: ”თავად თუ იზიარებს იმ შეკითხვებზე პასუხისმგებლობას, რაც დასვა. როგორ ფიქრობს, იმ 45 დღის განმავლობაში, სანამ ის არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა არ უნდა გაეცეს მისი მხრიდან პასუხები ამავე შეკითხვებს?“

დროთა განმავლობაში, კიდევ ბევრი შეკითხვა გაიჟღერებს, მაგრამ დღეს ყველაზე აქტუალური, ალბათ, მაინც ექსპერტ ნიკო ორველაშვილის შეკითხვაა: ”როდის მიხვდა ნინო ბურჯანაძე, რომ სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა ქვეყანას სიკეთეს არ დააყრიდა. იქნებ გაგვცეს პასუხი, როდის მიხვდა ამას“.

Просмотров: 812 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz