პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 110 ხმით ერთსულოვნად დაამტკიცა საპარლამენტთაშორისო მეგობართა ჯგუფები.
ავსტრიის ჯგუფს უხელმძღვანელებს გიორგი არსენიშვილი, აზერბაიჯანის ჯგუფს-ფრიდონ თოდუა, აშშ-ს-გიორგი წერეთელი, ბელგიის-პეტრე მამრაძე, ბულგარეთის-გურამ მისაბიშვილი, გერმანიის-გიორგი გაბაშვილი, დანიის-აკაკი მინაშვილი, დიდი ბრიტანეთის-პეტრე ცისკარიშვილი, ესპანეთის-რუსუდან კერვალიშვილი, ესტონეთის-პაატა ლეჟავა, თურქეთის-დილარ ხაბულიანი, თურქმენეთის-ანზორ ბოლქვაძე, იაპონიის-ხათუნა გოგორიშვილი, ინდოეთის-ოთარ თოიძე, ირანის-ნუგზარ წიკლაური, ირლანდიის-ნიკა რურუა, ისრაელის-ფრიდონ თოდუა, იტალიის-ირაკლი კენჭოშვილი, კვიპროსის-ბეჟან ხურციძე, კორეის-აკაკი ბობოხიძე, ლატვიის-ზაზა გამცემლიძე, ლიტვის-გიორგი კანდელაკი, მოლდოვას-კახაბერ ოქრიაშვილი, ნიდერლანდების-პეტრე ცისკარიშვილი, ნორვეგიის-ზურაბ არსოშვილი, პოლონეთის-ვანო ხუხუნეიშვილი, რუმინეთის-მურთაზ ზოდელავა, საბერძნეთის-ზურაბ მელიქიშვილი, საფრანგეთის-ჩიორა თაქთაქიშვილი, სლოვაკეთის-გიორგი ტატიშვილი, სლოვენიის-სამსონ ქუთათელაძე, სომხეთის-მიხეილ მაჭავარიანი, უკრაინის-კობა ხაბაზი, უნგრეთის-პაპუნა დავითაია, ფინეთის-გიგი წერეთელი, ყაზახეთის-დავით ბეჟუაშვილი, ყირგიზეთის-ლაშა დამენია, შვედეთის-რუსუდან კერვალიშვილი, ჩეხეთის-გიორგი გოგუაძე და ჩინეთის-ლაშა ჟვანია.
აქედან, ყველაზე მრავალრიცხოვანი აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და თურქეთის მეგობართა ჯგუფებია. ერთადერთი სახელმწიფო, სადაც საქართველოს პარლამენტს მეგობართა ჯგუფი არ ეყოლება, რუსეთის ფედერაციაა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ პოზიტიურ ნაბიჯებს გადმოდგამს და ამ ქვეყანასთან მეგობართა ჯგუფიც შეიქმნება.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ სამი ჯგუფის ხელმძღვანელობა ერგოთ, კერძოდ, კანადის ჯგუფს უხელმძღვანელებს ოპოზიციონერი დეპუტატი-გიორგი ახვლედიანი, პორტუგალიის-დიმიტრი ლორთქიფანიძე, შვეიცარიის ჯგუფს მაგდა ანიკაშვილი.
|