ოთხშაბათი, 24.04.2024, 23:11
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » ოქტომბერი » 11 » საბიუჯეტო მილიონები შეიძლება თავიდან გადანაწილდეს
საბიუჯეტო მილიონები შეიძლება თავიდან გადანაწილდეს
16:59
დეპუტატებმა 2008 წლის ბიუჯეტის ცვლილებბს მხარი დაუჭირეს, მაგრამ მომავალ ბუიჯეტს ცხვირი აუბზუეს. პარლამენტარებს 2009 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ასახული სოციალური პრიორიტეტების ფორმა არ მოსწონთ. გამორიცხული არ არის, მთავრობას ბიუჯეტის კანონპროექტი ხელხლა დასაწერი გაუხდეს.

პარლამენტმა დღეს 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 325 მილიონი ლარით გაიზრდება, გაზრდილი ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს 150 მილიონი დაემატა, შინაგან საქმეთა სამინისტროს - 100, რეგიონების ფონდს - 170 მილიონი, სარეზერვო ფონდებს - 48 მილიონი, თბილისის ბიუჯეტის - 36 მილიონი, ენერგეტიკის სამინისტროს - 25 მილიონი, ჯანდაცვის სამინისტროს - 22 მილიონი, სადაც რუსული აგრესიის შედეგად დაშავებულების მკურნალობისთვის 9 მილიონი 660 ათასი ლარია გათვალისწინებული, დევნილებისთვის ფულადი დახმარებისთვის - 2 მილიონი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის 10 ლარიანი ზრდისთვის - 4 მილიონი ლარი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 14 მილიონი ლარი ებოძა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს - 11 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 5 მილიონი, ცესკოს - 91 ათასი ლარი.

დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის გაზრდა-გაფართოებას მხარი კი დაუჭირეს, მაგრამ საგაისო ბიუჯეტის კანონპროექტი თვალში მანც და მაიცნ არ მოსდით. ჰოდა, არ არის გამორიცხული, პარლამენტმა მთავრობას ნაუცბათევად შედგენილი კანონპროექტი უკან მიუბრუნოს და ხელხელა გადაამუშავებინოს.

პარლამენტს 2009 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ასახული სოციალური პრიორიტეტების ფორმა არ მოსწონს და შესაძლოა 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი თავიდან გახდეს დასაწერი. თუმცა პარლამენტში ამ საკითხზე ჯერჯერობით მხოლოდ ირიბად მიანიშნებენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს დაავალა მთავრობასთან კონსულტაციები გამართოს, რომ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში, მოსახლეობისთვის მიცემული სოციალური დაპირებები სრულფასოვნად აისახოს.

ამასთან, როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, დონორებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვან კორექტივებს საჭიროებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მთავრობასთან 2 დღის წინ გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების განსაკუთრებული უკმაყოფილება სწორედ პროექტში სოციალური პრიორიტეტების ასახვის ფორმამ გამოიწვია.

მართალია, ჯერ მხოლოდ არაოფიციალურად, მაგრამ პარლამენტში საუბრობენ, რომ 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი, შესაძლოა, თავიდან დასაწერი გახდეს.

გრაფიკით მიხედვით, 2009 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით 17 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უნდა იმსჯელონ. ხოლო უკვე გადამუშავებულ პროექტზე მუშაობა, პარლამენტმა, სავარაუდოდ, 1-ლ ნოემბერს უნდა დაიწყოს.

Просмотров: 742 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz