ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:13
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » ოქტომბერი » 11 » ჟირინოვსკი აშშ-ს სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს
ჟირინოვსკი აშშ-ს სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს
11:06

აშშ-ს რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება სურს, - განაცხადა სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"ამერიკელების მიერ თბილისსა და კიევში ჩამოყალიბებული რეჟიმების მიზანი - რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებაა და ამ მიზანს მათ მიაღწიეს. ეს იმიტომ კეთდება, რომ მათი მცდელობა, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი რეჟიმები ავღანეთსა და ერაყში სრულად ჩავარდა. ავღანეთისა და ერაყის ხალხს ნატოს სამხედროები ანადგურებენ, ხოლო ქართველები და უკრაინელები მათთან ძმურ კავშირში არიან. ეს არის ის, რაც ამერიკელებს სურთ - საქართველოსა და რუსეთს შორის და უკრაინასა და რუსეთს შორის შუღლის ჩაგდება სამხედრო სფეროში", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

საქართველოსთვის უკრაინიდან შეიარაღების მიწოდების შესახებ, დეპუტატმა თავისი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ფულით კეთდება.

"ეს ეშმაკური მანევრია: ამერიკელები აძლევენ ფულს, ქართველები უკრაინისგან იარაღს ყიდულობენ, ხოლო უკრაინა ფულს ამერიკაში აგზავნის. საქართველო ხდება შეიარაღებული ფაქტიურად უფასოდ - ფული ხომ ამერიკისაა. შედეგად, ქვეყნებს ერთმანეთზე აქეზებენ", - განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.

Просмотров: 845 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz