ოფიციალური მოსკოვი უკრაიანას საქართველოსთვის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს იარაღის მიწოდებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის დიმიტრი როგოზინის მტკიცებით, უკრაინამ საქართველოს იარაღი 8 აგვისტოსაც მიაწოდა.
“საქართველოსთვის იარაღის მიწოდების ანალიზი აჩვენებს, რომ იარაღის თბილისისთვის მიყიდვა 8 აგვისტოსაც განხორციელდა, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო აკვირდებოდა, თუ როგორ გლეჯდა ქართული არმია დაუცველ ცხინვალს”, - განაცხადა როგოზინმა.
მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემები ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩებს გუშინ ბრიუსელში გააცნეს.
“ჩვენ გვაქვს სრული სია დღეების – როდის, სად, რა გზებით და რა სახის ტვირთი მიაწოდა უკრაინამ საქართველოს. საქართველოსთვის იარაღის მიწოდების ბოლო დღე 8 აგვისტოთი თარიღდება, ტვირთის მიწოდება საზღვაო გზით მოხდა”, - განაცხადა ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელმა.
|