შაბათი, 21.12.2024, 17:51
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 9 » ოკუპანტებმა ე.წ. ბუფერული ზონები დატოვეს
ოკუპანტებმა ე.წ. ბუფერული ზონები დატოვეს
15:30

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს. ე.წ. ბუფერული ზონებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები მთლიანად გავიდნენ. მედვედევმა აღნიშნულის პირობა გუშინ კიდევ ერთხელ მისცა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზს.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქართულ სოფლებს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. შიდა ქართლსა და სამეგრელოში ოკუპანტებს რამდენიმე ათეული უკანონო ბლოკ- საგუშაგო ჰქონდათ გახსნილი. რუსმა ჯარისკაცებმა გუშინ ევროკავშირის დამკვირვებელების დასწრებით დაშალეს პოსტები და მიწა მიაყარეს სანგრებს. კარალეთი, ტყვიავი, წალენჯიხა... რუსებისაგან განთავისუფლდა, თუმცა დანგრეულია და გადამწვარი სახლები,აქ საცხოვრებელი პირობები ფაქტობრივად აღარაა.

რთულია სიტუაცია ქსნის ხეობაში. ახალგორში კვლავ სეპარატისტების სიმბოლო ფრიალებს. მობილიზებულია ასამდე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს სანგრების გათხრა.

არავინ საუბრობს გავლენ თუ არა ოკუპანტები სოფელ ერედვიდან და დიდი ლიახვის ხეობიდან. ამ დრომდე რუსები აკონტროლებენ შემოვლით გზას. რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული მონაკვეთია დიდ და პატარა ლიახვის ხეობებს შორის.

უკონტროლოა კოდორის ხეობა. ზემო აფხაზეთი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა კონფლიქტის ზონა, ამ დრომდე არაა დაცლილი.

ოკუპანტებს არ დაუტოვებიათ საჩხერე. რუსეთის სამხედრო ძალები ისევ დგანან სოფელ პერევთან.

Просмотров: 878 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz