საქართველოში გაეროს მისია ცხინვალში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ვერ ახერხებს, რამდენადაც სეპარატისტული ხელისუფლება ტვირთის არა საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შეტანას ითხოვს.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა საქართველოში გაეროს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჰუმანიტარული ტვირთის თუნდაც საომარი მოქმედებების დროს მისაღებად არსებობს გაწერილი ნორმები და სეპარატისტული ხელისუფლების მსგავსი ქმედებები ძნელად ასახსნელია”, - განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, გაეროში ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განიხილავენ და აღნიშნული რეგიონის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების საქართველოს ტერიტორიის გავლით აღმოჩენა ამიტომ გადაწყდა.
|