Главная » 2008»ოქტომბერი»9 » საქართველოს დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვევა.
საქართველოს დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვევა.
15:34
როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცხადებენ, კუშნერი თბილისში საღამოს ჩამოფრინდება. 10 ოქტომბერს იგი გორს ეწვევა და ევროკავშირის დამკვირვებელთა ავტომანქანით რეგიონში არსებულ ვითარებას შეისწავლის.
კუშნერი გაეცნობა ინფორმაციას, თუ რამდენად დაგეგმილ ვადებში ხორციელდება რუსი სამხედროების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა. რუსმა სამხედროებმა ე.წ. ბუფერული ზონები 10 ოქტომბრისთვის უნდა დატოვონ.