პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ეხმაურება და მის წინამორბედს წარმატებებს ”გულწრფელად” უსურვებს. “ქალბატონი ნინოს უფლებაა, პოლიტიკური პარტია შექმნას, მე კი ვუსურვებ წარმატებას ნებისმიერ პარტიას საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იქნება ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე და ამ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე” _ განაცხადა დავით ბაქრაძემ. როგორც ცნობილია, დღეს ნინო ბურჯანაძემ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა დაადასტურა, რომლის სახელწოდება სავარაუდოდ, “დემოკრატიული ალიანსი” იქნება. პარტიის პრეზენტაცია ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.
|